საფრანგეთის კულტურის მინისტრს ფრანკ რიესტერს კორონავირუსი დაუდასტურდა.~
ინფორმაციას “france24”-ი ავრცელებს.
“მინისტრის ტესტმა პოზიტიური აჩვენა”, – წერს გამოცემა.
მინისტრმა გასულ კვირას რამდენიმე დღე საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატაში გაატარა, სადაც ახალი კორონავირუსის ხუთი შემთხვევა გამოვლინდა.
გამოცემის ინფორმაციით, კულტურის მინისტრი რამდენიმე დღეა არ შეხვედრია საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს.