მთავარი ციტატა

“სავარაუდოდ, აქციებზე მორატორიუმს გამოვაცხადებთ” – ვაშაძე

„დღეს გვექნება შეხვედრა და სავარაუდოდ, აქციებზე მორატორიუმს გამოვაცხადებთ. ღმერთმა ნუ ქნას და თუ მოტყუებას აქვს ისევ ადგილი, გვესმის რა მოგვიწევს ხომ?! თუ შესრულდება, მაშინ საარჩევნო კამპანია იქნება. ჩვენი თვითმიზანი კი არაა პიკეტირება და ქუჩაში დგომა. ეს არ იყო ცალმხრივი დათმობა. ჩვენ სრულად პროპორციულს ველოდებოდით და ჩვენი მხრიდან ისიც კომპრომისია, რომ 30 მაჟორიტარული ოლქი იქნება მხოლოდ“

გიორგი ვაშაძე – „ახალი საქართველოს“ ლიდერი

შეგახსენებთ, საარჩევნო სისტემაზე მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმება შედგა. საბოლოოდ, მმართველი გუნდი და ოპოზიცია 120/30-ზე მოდელზე, ერთპროცენტიან საარჩევნო და 40-პროცენტიან უმრავლესობის დასაკომპლექტებელ ბარიერზე შეთანხმდა.

იტვირთბა....