ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში ნავსადგურიდან საეჭვო სიმპტომებით მოქალაქე შეიყვანეს

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში საეჭვო სიმპტომებით ერთი პირი შეიყვანეს. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, პირი საავადმყოფოში ბათუმის ნავსადგურიდან გადაიყვანეს.

ნიჟარაძის თქმით, ის იტალიიდან უკრაინის გავლით დაბრუნდა საქართველოში, გუშინ კი, პორტიდან გამგზავრებას გეგმავდა.

„ის პორტში იქნა იდენტიფიცირებული, აღენიშნებოდა მცირედი სიცხე, ამიტომ დაუყოვნებლივ იქნა გადაყვანილი ბოქსირებულ განყოფილებაში. ანალიზები გადაგზავნილია ლაბორატორიაში“, – განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოში, ბოლო მონაცემებით ახალი კორონავირუსის 15 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.

იტვირთბა....