aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

კორონავირუსის გამო პორტუგალიის პრეზიდენტი თვითიზოლაციაშია

aviabiletebi
ავიაბილეთები

პორტუგალიის პრეზიდენტი ახალი კორონავირუსის გამო თვითიზოლაციაშია. პორტუგალიური მედიის ცნობით, მარსელუ რებელუ დი სოუზა რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდა სკოლაში, რომელიც მოგვიანებით, კორონავირუსის გამო დახურეს.

როგორც პორტუგალიის პრეზიდენტი ამბობს, ის ორი კვირის განმავლობაში საჯარო ღონისძიებებში მონაწილეობას არ მიიღებს და საზღვარგარეთ დაგეგმილ ყველა ვიზიტს გააუქმებს.

პორტუგალიაში კორონავირუსით ინფიცირების 30 შემთხვევა ფიქსირდება. რაც შეეხება ვირუსის მსოფლიო სტატისტიკას, დაღუპულთა რაოდენობა 3 825 -მდე გაიზარდა. 110-მდე ქვეყანაში 110  041 ადამიანია დაინფიცირებული. ახალი ტიპის ვირუსისგან  62 000 ადამიანი განიკურნა.

იტვირთბა....