“არასდროს არ გამიგია ბატონი ამირანის ტრაგედიის თაობაზე. ვწუხვარ და ბოდიშს ვუხდი, თუ ტკივილი მივაყენე ჩემი დაუფიქრებელი სტატუსით. ნიკას გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ჩემს სამშობლოს ვუსურვებ კორონა ვირუსის უსწრაფესად დამარცხებას და არასდროს იმგვარ პოლარიზებულ პოლიტიკურ სიტუაციას, როცა საერთო საფრთხის წინაშე ისე გაგვიჭირდება გაერთიანება, როგორც დღეს. სიყვარული გვაერთიანებს”
ნიკა გვარამია, “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი
სოციალური ქსელი “ფეისბუქი”
“ამირან გამყრელიძე ტიპიური შევარდნაძის ჩინოვნიკი – რეალური შედეგის ვერმომტანი, მაგრამ ლოყებდაბერილად მოდუდუნე”, – შეგახსენებთ, ამ სიტყვებით სტატუსი ნიკა გვარამიამ ამირან გამყრელიძის შესახებ “ფეისბუქზე” 5 მარტს გამოაქვეყნა. სტატუსი კი, რომელიც გვარამიამ გუშინ დაწერა, მის ფეიქბუქგვერდზე აღარ იძებნება.