“გულწრფელად ვულოცავ ქართველ ხალხს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ მიღწეულ შეთანხმებას. დემოკრატია მძიმე შრომით მიიღწევა, თუმცა ეს ამად ღირს. პარლამენტის თავმჯდომარე თალაკვაძე და ბევრი სხვა გაწეული სამსახურისთვის მადლიერებას იმსახურებს, უფრო ვრცელ განცხადებას მოგვიანებით გავაკეთებ”
ადამ კინზინგერი, ამერიკელი კონგრესმენი, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარე
სოციალური ქსელი “ტვიტერი”
შეგახსენებთ, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა. საბოლოოდ, მმართველი გუნდი და ოპოზიცია 120/30-ზე მოდელზე, ერთპროცენტიან საარჩევნო და 40-პროცენტიან უმრავლესობის დასაკომპლექტებელ ბარიერზე შეთანხმდა.