“დღეიდან, ფაქტობრივად, უნდა მოვემზადოთ მძლავრი საარჩევნო კამპანიის დასაწყებად, მივიდეთ თითოეულ ოჯახში და ვუთხრათ, რომ საქართველოს აქვს დიდი პერსპექტივა და ეს დიდი პერსპექტივა გადის “ქართული ოცნების” ხელისუფლებიდან გაწევაზე. შეთანხმების ჩანაწერი არის დიპლომატიური ენით”
გიორგი ვაშაძე, “ახალი საქართველოს” ლიდერი
TV პირველი
გიორგი ვაშაძემ ეს განცხადება ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
შეგახსენებთ, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა. საბოლოოდ, მმართველი გუნდი და ოპოზიცია 120/30-ზე მოდელზე, ერთპროცენტიან საარჩევნო და 40-პროცენტიან უმრავლესობის დასაკომპლექტებელ ბარიერზე შეთანხმდა.