ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“დღეს არის საქართველოსთვის პოზიტიური დღე, როდესაც პოლიტიკურმა პარტიებმა მოლაპარაკებებით მიაღწიეს შეთანხმებას”, – არჩილ თალაკვაძე

“დღეს არის საქართველოსთვის პოზიტიური დღე, როდესაც პოლიტიკურმა პარტიებმა მოლაპარაკებებით მიაღწიეს შეთანხმებას”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გამართული მოლაპარაკების მეხუთე რაუნდის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ მთავარ საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით ეს შეხვედრა ბოლო იყო.

“ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა. შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ მთავარ საარჩევნო საკითხებზე ეს იყო ბოლო შეხვედრა, მაგრამ ხელისუფლების სურვილია, რომ ეს ფორმატი შენარჩუნდეს, ვინაიდან აშკარად გამოჩნდა, რომ საქართველოს პოლიტიკა გადადის ახალ ეტაპზე, სადაც პარტიები მეტს საუბრობენ ერთმანეთში”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა. საბოლოოდ, მმართველი გუნდი და ოპოზიცია 120/30-ზე მოდელზე, ერთპროცენტიან საარჩევნო და 40-პროცენტიან უმრავლესობის დასაკომპლექტებელ ბარიერზე შეთანხმდა.

იტვირთბა....