“ქალების კვლა და მათზე ძალადობა ყოველდღიურობაა, ამ კუთხით სახელმწიფოს დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება, თუმცა, თუ საზოგადოების მხარდაჭერა არ იქნა, ის ვერაფერს გახდება.” – ამის შესახებ, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ განაცხადა. აღნიშნული განცხადება კილაძემ “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.
“8 მარტს გილოცავთ! ჩვენს ტრადიციებსა და რელიგიაში ქალის სათანადო პატივისცემა ყოველთვის ნორმა იყო. სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ დავშორდით ისტორიულ ფესვებს. კაცებო, მოგიწოდებთ, მისცეთ ის შეფასება, რომელსაც მოძალადე იმსახურებს. როცა ქალს კლავენ და მასზე ძალადობენ, ეს კრიმინალი, სამარცხვინო საქციელია და არა “ოჯახის საქმე”. ნუ შემოვიფარგლებით მხოლოდ სადღეგრძელოებით. თქვენც ხომ ქალების მამები, დების ძმები, დედის შვილები ხართ”, — წერს სოფო კილაძე.