ფოთში თვითიზოლაციაში 45 წლამდე ასაკის კაცი იმყოფება. გავრცელებული ინფორმაციით, თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქე მეზღვაურია და და სამხრეთ იტალიიდან თებერვლის დასაწყისში ჩამოვიდა.
თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეის შესახებ შესახებ ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უფროსის მოადგილემ, ზინაიდა გაგუამ განაცხადა. მისი თქმით, მამაკაცს არც ტემპერატურა და არც ხველა არ ჰქონია.
„ფოთში ერთადერთი ადამიანი გვყავს თვითიზოლაციაში. ეს არის მეზღვაური, რომელიც სამხრეთ იტალიიდან წამოვიდა ჯერ კიდევ თებერვლის დასაწყისში, ხოლო 24 თებერვალს შემოვიდა თურქეთის ერთ-ერთ ნავსადგურში და 27 თებერვალს სარფის საზღვარი გადმოკვეთა. ეს ადამიანი არის იზოლირებული ბინაზე, მას აქვს საუკეთესო პირობები, თავისი სანიტარული კვანძებით. ძალიან შეგნებული პიროვნებაა. დღეში რამდენჯერმე ვურეკავთ. მას არც სიცხე, არც ხველა არ ჰქონია. რაიმე სახის სიმპტომი რომ გამოვლენილიყო, თავისთავად ცხადია, საკარანტინო სივრცეში გადავიყვანდით. 12 რიცხვიდან ის უკვე თავისუფალია და დღეისათვის არის ჯანმრთელი, ასე რომ ჩვენ ძალიან მშვიდად ვართ“, – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ზინაიდა გაგუამ.