“ჩვენ რამდენიმეჯერ დავაყენეთ საკითხი და ჩართული არიან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, რათა ერთობლივად საზოგადოებრივმა ჯანდაცვამ და შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურებმა გააკონტროლონ უფრო მკაცრად თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანების ქცევა. ყველა ადამიანმა, ვინც დღეს თვითიზოლაციაშია, უნდა გაითავისოს თავისი სამოქალაქო პასუხისმგებლობა მოსახლეობის წინაშე, არ დაარღვიონ რეჟიმი თვითიზოლაციის”
ამირან გამყრელიძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი
“მთავარი არხი”
შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით ქვეყანაში კორონავირუსის 12 შემთხვევაა დადასტურებული.
დაინფიცირებულთაგან ერთ-ერთი ამირან გამყრელიძის შვილი, ნიკოლოზ გამყრელიძეა.