დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ ქვეყანაში პანიკის საფუძველი არ არის.
გამყრელიძემ ასევე იმ მოქალაქეებს მოუწოდა, რომლებიც სარისკო ქვეყნებიდან არიან ჩამოსული, რომ არ დამალონ სიმპტომები.
„ძალიან გთხოვთ, პანიკას ნუ მივეცემით. პანიკის საფუძელი არ არის. ქვეყანაში უნდა გვქონდეს მეტი სიფხიზლე და მეტი სამოქალაქო პასუხისმგებლობა. არ დავმალოთ სიმპტომები, როცა ვბრუნდებით დასახელებული ქვეყნებიდან. ჩვენთვის დღეს ყველაზე მეტად დამაზიანებელია იტალია, საიდანაც ძალიან ბევრი ჩვენი თანამემამულე ბრუნდება და დიახ, ისინი უნდა შემოვიდნენ ქვეყანაში. ფრენების აკრძალვის შემდეგ, საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა ჩვენს თანამემამულეებს საქართველოში დაბრუნების საშუალება მიეცეთ, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ ჩამოსვლის შემდეგ უნდა გაიარონ 2-კვირიანი კარანტინი, რათა პირველ რიგში, უზრუნველყონ თავიანთი ჯანმრთელობის უსაფრთხოება და მეორე – არ იყვნენ ინფიცირების წყარო,“ – განაცხადა გამყრელიძემ.