“ჩემმა ჩვილმა გაასაჯაროვა თავისი სტატუსი, ინფექციამ არ იცის ვინ ვისი შვილია. ყველას თანაბრად ეხება. ჩემი შვილი არის კონტაქტირებული იმ კლასტერთან, რომელიც იტალიიდან დაბრუნდა. ისინი გახლავან მისი თანამშრომლები და ორშაბათს საღამოს ეს ადამიანები სხდომაზე იყვნენ ჩემს შვილთან ერთად.”
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი – ამირან გამყრელიძე
შეგახსენებთ, რომ ამირან გამყრელიძის შვილმა, ნიკოლოზ გამყრელიძემ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ მას კორონავირუსი დაუდასტურდა.