ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

მსოფლიოს მასშტაბით ახალ კორონავირუსს 3 406 ადამიანი ემსხვერპლა

გრიპი

მსოფლიოს მასშტაბით ახალი კორონავირუსით 100 000-ზე მეტი ადამიანია დაინფიცირებული, ვირუსს საერთო ჯამში 3 406 ადამიანი ემსხვერპლა, 55 694 კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას ამის შესახებ, BBC ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ვირუსით ყველაზე მეტი ადამიანი ჩინეთში გარდაიცვალა.

ჩინეთის შემდეგ კორონავირუსით გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა იტალიაში, სამხრეთ კორეასა და ირანში მოხდა.

ამასთანავე კორონავირუსის პირველი შემთხვევები დაფიქსირდა ვატიკანში, სერბეთსა და კამერუნში.

ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, კორონავირუსი მსოფლიოს 96 ქვეყანაშია გავრცელებული.

იტვირთბა....