“ჩვენ რეკომენდაციას ვაძლევთ სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლებებს, მოემზადონ სამი სცენარისთვის. პირველი სცენარი არის, როცა ქვეყანას აქვს იმპორტირებული შემთხვევები, როგორც ახლა საქართველოშია. მეორე ფაზა არის, როდესაც ხდება შიდა გავრცელების ფაქტები, ხოლო მესამე – როცა ხდება საჯარო გავრცელება. ყველა ქვეყანა უნდა მოემზადოს ამ სამი სცენარისთვის”
სილვიო დომენტე – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი
აღნიშნული განცხადება დომენტემ ჟურნალისტებთან გააკეთა.
შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 9 შემთხვევაა დადასტურებული.