ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კორონავირუსით დაინფიცირებულთა შორის ერთ-ერთი, სავარაუდოდ, ფარმაცევტული კომპანია “გეფას” თანამშრომელია

კორონავირუსით ახლად დაინფიცირებულთა შორის ერთ-ერთი, სავარაუდოდ, ფარმაცევტული კომპანია “გეფას” თანამშრომელია, რის გამოც კომპანიის ცენტრალურ ოფისში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა, თანამშრომლების ნაწილი კი ორშაბათამდე სამსახურიდან დაითხოვეს.

თუმცა “კურიერს” “გეფას” საწყობის თანამშრომლები დაუკავშირდნენ და როგორც ისინი ამტკიცებენ, დეზინფექციისთვის საწყობში ამ დრომდე არავინ მისულა და ცენტრალური ოფისისგან განსხვავებით, საწყობის თანამშრომლები ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას.

გუშინ, 5 მარტს საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კორონავირუსით დაინფიცირებული კიდევ 5 ადამიანი იმ 44 წლის მამაკაცის ახლობლები არიან, რომელსაც ინფექცია გუშინ დაუდგინდა. ამ დრისთვის ვირუსი 9 ადამიანს აქვს ლაბორატორიულად დადასტურებული.

 

იტვირთბა....