„ყველა შემთხვევა ამ ეტაპისთვის კლინიკურად გახლავთ დამაკმაყოფილებელი ანუ კლინიკური მიმდინარეობა გახლავთ დამაკმაყოფილებელი. მხოლოდ გუშინ დადასტურებული მეოთხე შემთხვევა, წინა სამ შემთხვევასთან შედარებით გახლავთ უფრო საყურადღებო კლინიკურად და მიმდინარეობს მასზე კლინიკური მეთვალყურეობა და შესაბამისი მკურნალობა. დანარჩენი 5 ადამიანი დღეს საღამოს იქნენ მოთავსებული ინფექციურ საავადმყოფოში და მათზე მიმდინარეობს შესაბამისი კლინიკური მეთვალყურეობა და დამატებითი კლინიკური კვლევები. ლაბორატორიულად ისინი გამოკვლეულები არიან და მათ დადასტურებული აქვთ კორონავირუსული ინფექცია.“
ამირან გამყრელიძე – დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი
აღნიშნული განცხადება გამყრელიძემ, საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გაავრცელა, სადაც ქვეყანაში კორონავირუსის კიდევ 5 დადასტურებულ ფაქტზე ისაუბრა.