ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მართლმსაჯულებაზე პოლიტიკური გავლენა იზრდება – 26 ევროპარლამენტარის წერილი მმართველ გუნდს

ევროპარლამენტის სხვადასხვა პოლიტიკური ძალის 26 წევრი, საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას კრიტიკულ წერილს უგზავნის, სადაც ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ მიიღონ ზომები დაპირებული პროპორციული საარჩევნო სისტემისთან დაკავშირებით.

მიუკერძოებელი, გამჭვირვალე და დამოუკიდებელი მართლმსაჯულება დემოკრატიული საზოგადოების საფუძველია. უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების ბოლო შერჩევისა და დანიშვნის პროცესი საკმარისად გამჭვირვალე და მერიტოკრატიული არ იყო. ადამიანების ნდობა სასამართლო სისტემის მიმართ არსებითია და, შესაბამისად, საქართველოს პარლამენტმა უნდა უზრუნველყოს იმ მოსამართლეების დანიშვნა, ვინც მაღალ პროფესიულ და რეპუტაციულ სტანდარტს აკმაყოფილებს

სამართლის უზენაესობის უზრუნველსაყოფად და სასამართლოზე პოლიტიკური გავლენის დასასრულებლად აუცილებელია აქამდე მიღწეული შედეგების კონსოლიდაცია. როგორც ჩანს, პოლიტიკური გავლენა მართლმსაჯულებაზე იზრდება, თუ მხედველობაში მივიღებთ პარტიის თავმჯდომარის მუქარას, რომელიც ოპოზიციას ციხეში ჩასმით დაემუქრა, ხელახლა გაიხსენა რა მივიწყებული საქმეები, მათ შორის ოპოზიციის რამდენიმე ლიდერი გამოძიების ქვეშ ან პატიმრობაშია.

აღსანიშნავია, რომ ბატონი გიგი უგულავას საქმე აღძრავს კითხვებს იმ პროცედურების, დროისა და მოტივაციის შესახებ, რაც უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების უკან დგას,” -წერია წერილში.

იტვირთბა....