ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხვალ გახდება ცნობილი, შეწყვეტენ თუ არა კერძო ბაღები სააღმზრდელო პროცესს

შეწყვეტენ თუ არა კერძო ბაღები სააღმზრდელო პროცესს, ხვალ გახდება ცნობილი.

ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

„რაც შეეხება კერძო ბაღებს, განათლების სამინისტროს აქვს მუდმივი კომუნიკაცია ყველა სეგმენტთან, ვითვალისწინებთ რა მშობლების აღელვებს იმასთან დაკავშირებით, როგორ შეძლებენ ისინი მერე მუშაოაბს. ამასთან დაკავშირებითაც როგორც ჯანდაცვის სამინისტრო, ასევე განათლების სამინისტრო ვმუშაობთ და დამატებითი ღონისძიებები განხორციელდება. ხვალ გვექნება ამაზე უფრო დეტალური კომუნიკაცია პრემიერის ხელმძღვანელობით და გავაკეთებთ განაცხადს“,-განაცხადა ტიკარაძემ.

კორონავირუსის გამო, სკოლებსა და საბავშვო ბაღებში საგაზაფხულო არდადეგები 2 მარტს დაიწყო და 16 მარტამდე გაგრძელდება.

 

იტვირთბა....