ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის განსახილველად თბილისში შესაძლოა საერთაშორისო მინისტერიალი გაიმართოს

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის განსახილველად თბილისში შესაძლოა საერთაშორისო მინისტერიალი გაიმართოს.

ამის შესახებ კანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომელიც კორონავირუსთან დაკავშირებულ საკითხებზე ირანის ელჩს სეიდ ჯავად ყავამშაჰიდის შეხვდა.

ირანელი დიპლომატი საქართველოში გატარებული პრევენციული ღონისძიებებით დაინტერესდა.

შეხვედრაზე, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის, რეგიონის მასშტაბით მინისტერიალის გამართვის შესაძლებლობაც განიხილეს.

“წამოიჭრა საკითხი მინისტერიალის გამართვის რეგიონის მასშტაბით, იმისათვის, რომ მივიღოთ გარკვეული გადაწყვეტილებები კორონავირუსთან გლობალურად ბრძოლის საკითხებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, მივესალმებით ამ ინიციატივას, დაიგეგმა გარკვეული კომუნიკაციები მინისტრებს შორის და სავარაუდოდ მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ მინისტერიალი გაიმართება საქართველოში,” – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

საქართველოში ამ დროისთვის ვირუსი 4 შემთხვევა დაფიქსრირდა. ყველა დაინფიცირებული პაციენტი საქართველოს მოქალაქეა.

 

 

იტვირთბა....