ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისათვის 4 პაციენტი იმყოფება, მათ შორის, 10 წლის ბავშვია, რომელიც რამდენიმე დღის წინ საფრანგეთიდან დაბრუნდა.
ორი პაციენტი საავადმყოფოში წუხელ გვიან ღამით, ქუთაისის აეროპორტიდან მიიყვანეს. ისინი საქართველოში იტალიიდან დაბრუნდნენ. დედას და შვილს თავდაპირველად ტემპერატურა არ დაუფიქსირდათ. როგორც მოგვიანებით განაცხადეს, მათ თავის ტკივილის წამალი ქონდათ მიღებული.
მეოთხე პაციენტი გერმანიაში იმყოფებოდა.აღნიშნულ პაციენტებს შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ, ლუგარის ლაბორატორიიდან კი მათი ანალიზების შედეგებს ელოდებიან.
საქართველოში ამ დროისთვის ვირუსი 4 შემთხვევა დაფიქსრირდა. ყველა დაინფიცირებული პაციენტი საქართველოს მოქალაქეა.