ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯია“ განცხადებას ავრცელებს

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 და 23 დეკემბერს, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

კომპანიის ცნობით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 დეკემბერს, 13:00 საათიდან 17:00 საათამდე ელექტროენერგია დროებით გაითიშება ქ. მცხეთაში: არსუკიძის, სანაპიროს, ანტიოქიის, გამსახურდიას, მამულაშვილის, კანდელაკის, ერეკლე II, სამხედროს ქუჩებზე.

21 დეკემბერს, 14:00 საათიდან 16:00 საათამდე დენის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს სოფელ დიღომში: შერმადინის, თინათინის, ავთანდილის ქუჩებზე, ქედის ბოლოზე.

23 დეკემბერს 12:00 საათიდან 14:00 საათამდე ენერგია გაითიშება მცხეთის რაიონის სოფლებში: წეროვანი, ნატახტარი, ჩარდახი, გოროვანი, ზემო წეროვანი, სხალტბა, მისაქციელი, მუხრანი, კვლევითი ინსტიტუტის დასახლებაში.

მათივე განმარტებით, ტექნიკური სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

იტვირთბა....