aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

უკრაინას ახალი მინისტრთა კაბინეტი ჰყავს

aviabiletebi
ავიაბილეთები

უკრაინის უმაღლესმა რადამ მინისტრთა ახალი კაბინეტი დაამტკიცა.

შს მინისტრმა არსენი ავაკოვმა, იუსტიციის მინისტრმა დენის მალიუსკამ და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ვლადისლავ კრიკლიმ, ახალ კაბინეტში ადგილები შეინარჩუნეს.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე კი დენის შმიგალი დაამტკიცეს. შმიგალმა დღესვე რადას მინისტრთა ახალი კაბინეტი წარუდგინა.

მანამდე კი, უკრაინის უმაღლესმა რადამ მიიღო დადგენილება, რომლითაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ალექსეი გონჩარუკი თანამდებობიდან გადააყენა, რასაც, შესაბამისად, მინისტრთა კაბინეტის გადაყენება მოყვა.

იტვირთბა....