ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოს ვირუსის სიმპტომებით ერთმა მოქალაქემ მიმართა

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში, ვირუსის სიმპტომებით, კიდევ ერთი მოქალაქე მოათავსეს. 30 წლამდე მამაკაცი, რომელიც იტალიიდან საქართველოში 25 თებერვალს დაბრუნდა, ტემპერატურის მატების გამო, ინფექციურ საავადმყოფოში თვითდინებით შევიდა.

ექიმების ინფორმაციით, მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და კვლევის შედეგები ცნობილი ხვალ გახდება.

ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში ორი მოქალაქე იმყოფებოდა, რომელთაც ახალი კორონავირუსი არ დაუდასტურდათ.

 

იტვირთბა....