პოლონეთში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. აღნიშნულ ინფორმაციას “როიტერსი” ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.
შეგახსენებთ, მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 3 203-მდე გაიზარდა. ინფიცირებულია 93 ათასზე მეტი ადამიანი.