“საქართველოზე რუსული კიბერთავდასხმის შემდეგ, კონგრესმა უნდა იმოქმედოს, რათა მხარი დაუჭიროს მნიშვნელოვან პარტნიორს” – ამ სათაურით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის წერილს გამოცემა Morning Consult-ი ავრცელებს.
როგორც არჩილ თალაკვაძე წერს, რუსული ოკუპაცია საქართველოს დემოკრატიას საფრთხეს უქმნის, რაც განსაკუთრებით აქტუალურია, როდესაც ქვეყანაში არჩევნებია დაგეგმილი.
“მკაფიოდ გამოვხატე შეშფოთება უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, რაც დაკავშირებულია რუსეთის მხრიდან ჩვენს პოლიტიკურ პროცესებში მოსალოდნელ ჩარევასთან. არჩევნებთან დაკავშირებით მზაკვრული მოქმედებისთვის რუსეთს ფართო შესაძლებლობები აქვს. მათ შორის, ჩვენს დემოკრატიულ პროცესში იმ ღირებულებების საწინააღმდეგო აგიტაცია, რომელთაც ჩვენ ვუერთგულებთ და ვიზიარებთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ერთად,” – აღნიშნულია თალაკვაძის წერილში.