„ბატონ თალაკვაძეს და ყველა მისნაირს მინდა ვურჩიო, მიუტანონ ივანიშვილს ამბავი, თუ მის ინტერესშიც არის გონს მოსვლა, მაშინ გადადგას კონკრეტული ნაბიჯები. ზოგადად საუბარი და იმის იმედად ყოფნა, რომ ვიღაც მოტყუვდება ან რაღაც ინტრიგებით შედეგს მიაღწევს, არის სისულელე. არაფრის მომტანია არც მისთვის, არც ქვეყნისთვის. გადადგას კონკრეტული ნაბიჯები ქვეყანაში რეპრესიების შეწყვეტის, პოლიტიკური პატიმრების გაშვების და რეალური საარჩევნო კომპრომისის. რასაც დაპირდა ხალხს თვითონ, რომ არჩევნები პროპორციული უნდა იყოს. სრულად პროპორციული, სამწუხაროდ, ვერ იქნება, გვესმის, ვართ მოქნილები. ამისთვის გვაკრიტიკებენ კიდევაც. ჩემი აზრით, უსაფუძვლოდ, მაგრამ ვიღებთ კრიტიკას არსებითი პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით. ამ მიმართულებით ნაბიჯები გადადგან და ჩვენ ვართ დაინტერესებული, რადგან ქვეყნისთვის ასე ჯობია”
გიგა ბოკერია, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი
“პირველი არხი”