“ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო სისტემა იყოს ისე აგებული, რომ არავის ხმას არ ვპარავდეთ… ეს არის ის ბრძოლა, რომელშიც მე ბოლომდე მხარს ვუჭერ “ლეიბორისტების” ოფისში პოლიტიკურ მაგიდას… ხელისუფლების მდგომარეობა, რომელშიც ის აპირებს შემოგვთავაზოს ასეთი პერსპექტივა, რომ 2020 წლის არჩევნების მერე, ბიზნესმენებსაც ჩავსვამთ, პოლიტიკოსებსაც ჩავსვამთ, საქმეებს აღვძრავთ, მედიას შევუსუსტებთ პირობებს და ვისაც არ მოგეწონებათ, მიბრძანდით ამ ქვეყნიდან – ეს ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია. ხელისუფლების ავტორიტარული გზიდან ჩამოშორება, რა თქმა უნდა, ჩემ მიზანს წარმოადგენს”
გიორგი მარგველაშვილი – საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი
“დიანა ტრაპაიძის დღის ამბები” – “ტვ პირველი”