“როცა შენი მიზანია პოლიტიკოსი გააჩერო, დაცვის მოხსნა გიქმნის თუ არა შენ მეტ შესაძლებლობას იმისთვის, რომ რამე პროვოკაცია იქნას განხორციელებული პოლიტიკოსის მიმართ?… გამომდინარე იქიდან, რა ტენდენციასაც მე ვხედავ, რომ ყველა პოლიტიკოსზე საქმე უნდა იყოს აღძრული, ვიღაც ციხეში უნდა იყოს, მეორეს სამაჯური უნდა ეკეთოს და მესამე სასამართლოს ელოდებოდეს, ამ კონტექსტში ჩემი დატოვება ამის გარეშე და რამის არფიქრი, იქნებოდა აბსურდი. ვერაფერს ვერ შექმნიდნენ და შესაბამისად, დაცვის არარსებობის პირობებში, ბევრად იოლია რამე ისეთის გაკეთება, რომელმაც შეიძლება მე პრობლემა შემიქმნას”
გიორგი მარგველაშვილი – საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი
“დიანა ტრაპაიძის დღის ამბები” – “ტვ პირველი”
შეგახსენებთ, გიორგი მარგველაშვილს პირადი დაცვა მოეხსნა. ამის შესახებ მეოთხე პრეზიდენტმა “ტვიტერის” საკუთარ გვერდზე დაწერა.
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ინფორმაციით, “მარგველაშვილს სახელმწიფო დაცვა კანონის შესაბამისად მოეხსნა”.