“საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს სახელმწიფო დაცვა მოეხსნა სწორედ „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ” კანონის აღნიშნული მოთხოვნების შესაბამისად”, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ავრცელებს.
„კანონის მე-5 მუხლის მე-4 პრიმა პუნქტის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტს უფლებამოსილების ვადის გასვლიდან ერთი წლის შემდეგ ან უფლებამოსილების შეწყვეტიდან ერთი წლის შემდეგ, პერსონალური დაცვა შეიძლება დაენიშნოს/გაუგრძელდეს იმ შემთხვევაში, თუ მისი უფლებამოსილების შეწყვეტა არ არის საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის ან დანაშაულის ჩადენის შედეგი და არსებობს საკმარისი მონაცემები ან შესაბამისი სამსახურებიდან მიღებულია ინფორმაცია, რომ მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება;
საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს სახელმწიფო დაცვა მოეხსნა სწორედ „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ” კანონის აღნიშნული მოთხოვნების შესაბამისად.
ამასთან, შენარჩუნდება ოპერატიული ზედამხედველობა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის საცხოვრებელ სახლზე, რის შესახებაც მუდმივად ინფორმირებული იქნება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური. შესაძლო საფრთხის შესახებ ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური დაუყოვნებლივ იმოქმედებს კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად“, – აღნიშნავს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მარგველაშვილს პირადი დაცვა მოეხსნა. ამის შესახებ მეოთხე პრეზიდენტმა “ტვიტერის” საკუთარ გვერდზე დაწერა.