aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გიორგი მარგველაშვილს პირადი დაცვა მოუხსნეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

გიორგი მარგველაშვილს პირადი დაცვა მოეხსნა. ამის შესახებ მეოთხე პრეზიდენტმა “ტვიტერის” საკუთარ გვერდზე დაწერა.

ყოფილი პრეზიდენტი ამას “ქართული ოცნების” პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებად აფასებს.

“გუშინ მთელი გულით მადლობა გადავუხადე არაჩვეულებრივი სამსახურისთვის და დავემშვიდობე ჩემი პირადი დაცვის წევრებს. ეს დამარცხებული “ქართული ოცნების” კიდევ ერთი პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებაა, რომ ძირი გამოუთხაროს პრეზიდენტის ინსტიტუტს,”- წერს მარგველაშვილი.

ყოფილ პრეზიდენტს უკვე უპასუხეს მმართველ გუნდში, სადაც ამბობენ, რომ კანონით უფლებამოსილების ვადის გასვლიდან 1 წლის შემდეგ, მაღალი თანამდებობის პირები სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავ პირთა სიაში აღარ ირიცხებიან.

იტვირთბა....