ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

უკრაინაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

უკრაინაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, კორონავირუსის შემთხვევა ჩერნოვცის ოლქში გამოვლინდა.

მანამდე, კორონავირუსის პირველი შემთხვევები დაფიქსირდა პორტუგალიაში, იორდანიაში, ტუნისში, ლატვიაში, სენეგალში, საუდის არაბეთსა და მოროკოშიც.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 3 125-ს მიაღწია. ინფიცირებულია 91 ათასამდე ადამიანი. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 48 ათასს აჭარბებს. ასევე, ირანის საკანონმდებლო ორგანოს 23 დეპუტატს კორონავირუსი დაუდგინდა.

 

იტვირთბა....