ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ახალი მონაცემებით, ინფექციურ საავადმყოფოში 35 პაციენტია მოთავსებული, მათ შორის 16 ახალია

ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ამჟამად საავადმყოფოში 35 პაციენტია მოთავსებული, მათ შორის 16 ახალი.

ცერცვაძის განმარტებით, ყველა მათგანის ანალიზები ლუგარის ცენტრში გადაიგზავნა და პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

მისივე თქმით, ინფიცირებული სამი პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა მათზე დაკვირვება ამ დრომდე მიმდინარეობს.

“დღეისთვის ინფექციურ საავადმყოფოში სულ 35 პაციენტი წევს, მათგან 16 ახალი პაციენტია. მათზე აღებულია ცხვირ-ხახიდან ნაცხი და გაგზავნილია გამოსაკვლევად. პასუხები დღის ბოლოს იქნება. ასევე იყო 20 გუშინდელი პაციენტი, რომელთა მასალაც გუშინ გამოსაკვლევად იყო გაგზავნილი. ყველა მათგანი უარყოფითია. ამ 20 უარყოფითი შედეგიდან, 10-მა პაციენტმა ჩვენი კლინიკა უკვე დატოვა და საკარანტინო სივრცეში არიან გადაყვანილი. 10 ჩვენთან რჩება, მაგრამ ისინიც საკარანტინო სივრცეშიც იქნებიან გადაყვანილი”,- აცხადებს ცერცვაძე.

საქართველოში კორონავირუსის სამი შემთხვევაა დაფიქსირებული. ორი მათგანი ქვეყანაში ირანიდან, ერთი კი – იტალიიდან შემოვიდა. ამასთან, გამყრელიძემ განაცხადა, რომ ვირუსის ინფიცირების შემთხვევების გაზრდას ელოდებიან. 

იტვირთბა....