დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ კორონავირუსის დადასტურებული ფაქტების რაოდენობა გაიზარდოს.
“დილის მონაცემების მიხედვით, შესაძლო შემთხვევების რისკი იზრდება, თუმცა ჯერჯერობით ვრჩებით 3 დადასტურებულ შემთხვევაზე. არ უნდა შეგვეშინდეს. დარწმუნებული ვარ, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება. მთავარია ეს ადამიანები დროულად იყვნენ იდენტიფიცირებულები,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
საქართველოში კორონავირუსის სამი შემთხვევაა დაფიქსირებული. ინფექციურ საავადმყოფოში კი შესაძლო ნიშნების მქონე 25 პაციენტია მოტავსებული. ლუგარის ლაბორატორიის ახალი შედეგები დღის ბოლომდე იქნება.