მთავარი ციტატა

“დღეს ახალი ფაქტორები გაჩნდა, რომელიც ჩვენს მეგობრობას განუყოფელს ხდის” – ნიკოლ ფაშინიანი

ნიკოლ ფაშინიანი

“დღეს ახალი ფაქტორები გაჩნდა, რომელიც ჩვენს მეგობრობას განუყოფელს ხდის და კიდევ უფრო აძლიერებს თანამშრომლობის ჩვენს მისწრაფებას. უპირველეს ყოვლისა, ეს დემოკრატიულ ფასეულობებზე დაფუძნებული მომავლის აშენების, ჩვენი ხალხების საერთო ხედვაა, რაც წარუშლელია ჩვენში და რწმენის ძალა აქვს. მართლაც, დემოკრატიის გამარჯვებამ და კანონის უზენესობის დამკვიდრებამ ახალი ჰორიზონტები გაშალა ჩვენი ქვეყნების ურთიერთობების გასაფართოებლად.”

ნიკოლ ფაშინიანი – სომხეთის პრემიერ-მინისტრი

საქართველოს, ოფიციალურ ვიზიტად სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვია. ფაშინიანის დახვედრის ოფიციალური ცერემონია მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. სომეხ კოლეგას საქართველოს მთავრობის მეთაურმა, გიორგი გახარიამ უმასპინძლა.

 

 

იტვირთბა....