საქართველოს, ოფიციალურ ვიზიტად სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვია. ფაშინიანის დახვედრის ოფიციალური ცერემონია მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. სომეხ კოლეგას საქართველოს მთავრობის მეთაურმა, გიორგი გახარიამ უმასპინძლა.
პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან.
ნიკოლ ფაშინიანი, დელეგაციის წევრებთან ერთად, გმირთა მოედანზე პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას.
სომხეთის სამთავრობო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში 4 მარტს დასრულდება.