ახლად რეაბილიტირებულ ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში შესვლა ფასიანი ხდება. შესასვლელად 9 წლამდე ასაკის ბავშვების გარდა, ყველას სხვადასხვა რაოდენობის თანხის გადახდა მოუწევს.
ამის შესახებ ადმინისტრაცია განცხადებას ფეისბუკ გვერდზე ავრცელებს.
ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს მოქალაქეებისთვის ტერიტორიაზე შესვლა ორი ლარი იქნება, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის კი – 5 ლარი. ამასთან, იმოქმედებს სხვადასხვა მრავალჯერადი ტარიფი.
ასევე, ბოტანიკურ ბაღში შესასვლელად გამოიყენება მრავალჯერადი აბონიმენტიც, რომელთა ტარიფებიც საქართველოს მოქალაქეებისთვისა და უცხოელებისთვის განსხვავებულია.
გარდა ამისა, ბაღში კემპინგის, პარკინგის, სადღესასწაულო თუ სამუშაო სივრცედ გამოყენებად ფასიანი იქნება.
ტარიფები, რომელიც სპეციალურმა კომისიამ დაადგინა, 9 მარტს ამოქმედდება.