ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“კორონავირუსის პრევენციის საკითხზე სასაუბროდ ხვალ-ზეგ მის უწმინდესობას ვეახლები” – გამყრელიძე

„მე მინუსად ჩამითვალეს, როცა ვთქვი, რომ ვერ მივცემ რეკომენდაციას, რამე რელიგიური რიტუალი შეიცვალოს. ჩვენ ვიძლევით რეკომენდაციას, რომ საჭიროა ჰიგიენური წესების დაცვა, რაც თვითონ იმ რიტუალსაც ეხება. ველოდები, რომ ხვალ-ზეგ მის უწმინდესობას ვეახლო და ამ საკითხზე ვესაუბრო”

ამირან გამყრელიძე-  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი

შეგახსენებთ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუმინეთის ეკლესიამ, ვირუსისაგან თავდაცვის მიზნით, ზიარებისათვის ერთჯერადი კოვზების გამოყენების ნებართვა გასცა. აღნიშნულს საქართველოს საპატრიარქო გამოეხმაურა. მათი განცხადებით, სხვადასხვა სახის სიცოცხლისათვის საშიში ინფექციის გავრცელებისას მართლმადიდებელი მორწმუნენი კიდევ უფრო ხშირად მიეახლებოდნენ ამ სიწმინდეს, რადგან, წმინდა ზიარებისას ადამიანი იღებს ქრისტეს წმინდა სისხლსა და ხორცს.

 

 

იტვირთბა....