ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში აეროპორტის თანამშრომელი და მესაზღვრე გადაიყვანეს

ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში აეროპორტის თანამშრომელი და  მესაზღვრე მოათავსეს. გავრცელებული ინფორმაციით, მათ კონტაქტი ჰქონდათ იმ ადამიანებთან, ვისაც კორონავირუსი დაუდგინდა.

კლინიკაში ვირუსის სიმპტომებით 5 პაციენტია მოთავსებული. ერთ ადამიანს კორონავირუსი არ დაუდგინდა. 4 პაციენტის ანალიზები კი ლუგარის ლაბორატორიაშია გადაგზავნილი. მათ პასუხებს დღეს ელოდებიან.

პაციენტები ბოქსირებულ და ნახევრადბოქსირებულ განყოფილებებში არიან მოთავსებული.

იტვირთბა....