ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

Ryanair-ი იტალიაში ხანმოკლე რეისების 25%-ს აუქმებს

კორონავირუსის გამო,  Ryanair-ი იტალიაში ხანმოკლე რეისების 25%-ს სამი კვირის განმავლობაში აუქმებს. შეზღუდვები 17 მარტიდან 8 აპრილამდე იმოქმედებს. ამის შესახებ კომპანიის ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული.

ავიაკომპანიის ინფომრაციით ყველა მგზავრს, ვისაც ეს გადაწყვეტილება ეხება, ამის შესახებ SMS-ითა და ელ.ფოსტით ეცნობა. მგზავრებს საშუალება აქვთ, ხელახლა დაჯავშნონ ბილეთი,მარშრუტი შეიცვალონ, ან თანხის უკან დაბრუნება მოითხოვონ.

იტვირთბა....