ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“რისკებზე ის ძალები იქნებიან პასუხისმგებელი რომლებიც ხელისუფლების ამ შეთავაზებას დათანხმდებიან” – ბოკერია

“ის პარტია რომელიც ამ ინიციატივას მხარს დაუჭერს პასუხისმგებელი იქნება იმ რისკებზე რაც შესაძლოა მას მოჰყვეს” – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ, „პოლიტიკის ფორმულაში“ განაცხადა. სადაც ხელისუფლების ახალ შეთავაზებებზე და მისი გუნდის პოზიციაზე ისაუბრა.

„ჩვენ ვაპირებთ დღევანდელ სისტემაშიც, ნებისმიერ ვირეშმაკულ სხვა სისტემაში, თუკი მოახერხეს ამის გატანა, მათ დამარცხებას, ყველაზე ცუდი სცენარისთვის ვემზადებით, მათ შორის დაჭერებიც რომ იყოს. ეს ვირეშმაკული რაღაცეები, რომ მოიფიქრეს 110/40-ზე, რომელიც არსებითად არაფერს არ ცვლის, რაც არ უნდა გააკეთონ ყველაფერში დავამარცხებთ. რაც შეეხება იმ ხალხს ვინც აპირებს, რომ ამას მხარი დაუჭირონ, მე პატივს ვცემ ყველას პოზიციას, არიან პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც თვლიან, რომ თუნდაც რაღაც გაუმჯობესება ღირს ამად, ევროპული საქართველო ასე არ თვლის, ერთადერთი მინდა ყველამ გაითვალისწინოს ვინც ხმას აძლევს, თუ ისეთ რამეს მისცემენ ხმას, რომელიც გაზრდის რისკებს არალეგიტიმურობის, ან კიდევ უფრო მეტი მაიმუნობის ხელისუფლებისგან, თვითონ იქნებიან პასუხისმგებელი ამაზე და ამ ტვირთს ატარებენ“,-განაცხადა გიგა ბოკერიამ.

იტვირთბა....