„ინფექციურ საავადმყოფოში ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად რამდენიმე მცდელობა გვქონდა, თუმცა სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ ამის გაკეთება. მე მართლაც, ადამიანურად ძალიან ვწუხვარ და ეს ჩემი ბრალიც არის დიდწილად, რომ ამ დროის განმავლობაში, ვიდრე მინისტრად ვმსახურობდი, ვერ მოვახერხე ამ პრობლემის მოგვარება და მძიმე ტვირთად მაწევს. შეიძლება ყველაზე მძიმე ტვირთი განვლილი მინისტრობიდან სწორედ ეს იყოს”
დავით სერგეენკო – პრემიერ მინისტრის მრჩეველი, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი