„ჯანდაცვის სისტემა კორონავირუსს ცალსახად მომზადებული დახვდა. მნიშვნელოვანია იმ რეკოემნდაციების შესრულება, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და დაავადებათა კონტროლის ცენტრი აძლევს საზოგადოებას. ვირუსი ყურადსაღებია, თუმცა ახლა პანიკის საფუძველი არ გვაქვს. კარანტინთან დაკავშირებით იყო რაღაც ხარვეზები, მაგრამ ეს სისტემური პრობლემა არ ყოფილა. სამდიცინო დაწესებულებების მზაობას რაც შეეხება, დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს მზაობა ცალსახად არსებობს“
დავით სერგეენკო – პრემიერ-მინისტრის მრჩევლი, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის სამი შემთხვევა გამოვლინდა. კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ინფიცირებულია საქართველოს მოქალაქე, რომელიც აზერბაიჯანის გავლით, ირანიდან ჩამოვიდა. კორონავირუსის მეორე შემთხვევა 28 თებერვალს გამოვლინდა, ინფიცირებული ქვეყანაში მილანიდან დაბრუნდა. 29 თებერვალს საქართველოში კორონავირუსის მესამე შემთხვევა დაფიქსირდა.