„ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია. არც ერთ მათგანთან ტემპერატურა არ გამოვლენილა.დაავადების სიმპტომატიკასთან არ გვაქვს საქმე. თუ ასე დასრულდა, აღნიშნული პაციენტები ალბათ, სირთულეებისა და მდგომარეობის დამძიმების გარეშე განიკურნებიან. ჩვენ ამის იმედი გვაქვს“
მარინა ეზუგბაია- თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის სამი შემთხვევა გამოვლინდა. კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ინფიცირებულია საქართველოს მოქალაქე, რომელიც აზერბაიჯანის გავლით, ირანიდან ჩამოვიდა. კორონავირუსის მეორე შემთხვევა 28 თებერვალს გამოვლინდა, ინფიცირებული ქვეყანაში მილანიდან დაბრუნდა. 29 თებერვალს საქართველოში კორონავირუსის მესამე შემთხვევა დაფიქსირდა.