“3,5 მილიონ მოსახლეზე, ჩვენ კორონავირუსით სამი დაინფიცირებული პაციენტი გვყავს, ასე რომ ლაპარაკი არა მხოლოდ ეპიდემიაზე, არამედ შემთხვევების გახშირებულ რაოდენობაზეც კი არ არის”
ივანე ჩხაიძე- იაშვილის ბავშვთა კლინიკის დირექტორი
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ინფიცირებულია საქართველოს მოქალაქე, რომელიც აზერბაიჯანის გავლით, ირანიდან ჩამოვიდა. კორონავირუსის მეორე შემთხვევა 28 თებერვალს გამოვლინდა, ინფიცირებული ქვეყანაში მილანიდან დაბრუნდა. 29 თებერვალს საქართველოში კორონავირუსის მესამე შემთხვევა დაფიქსირდა.