ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში 7 წლის ბავშვს აკვირდებიან

ქუთაისში, ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ პალატაში 7 წლის ბავშვს აკვირდებიან. გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი მშობლებთან ერთად იტალიიდან დაბრუნდა. ბავშვს დადაბალი ტემპერატურა ჰქონდა, რის გამოც ინფექციურში გადაიყვანეს. მედიკოსების ინფორმაციით,  ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილია და პასუხებს საღამოს მიიღებენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ინფიცირებულია საქართველოს მოქალაქე, რომელიც აზერბაიჯანის გავლით, ირანიდან ჩამოვიდა. კორონავირუსის მეორე შემთხვევა 28 თებერვალს გამოვლინდა, ინფიცირებული ქვეყანაში მილანიდან დაბრუნდა. 29 თებერვალს საქართველოში  კორონავირუსის მესამე შემთხვევა დაფიქსირდა.

იტვირთბა....