ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

აშშ-ში კორონავირუსით მეორე ადამიანი გარდაიცვალა

ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსის ინფექციით გარდაცვალების მეორე შემთხვევა დაფიქსირდა.  აღნიშნულ  ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს.

აშშ-მა, ახალი ვირუსის შედეგად პირველი გარდაცვალების შესახებ, ორი დღის წინ განაცხადა. 60 წლამდე ასაკის მამაკაცი ვაშინგტონის შტატში დაიღუპა.

ვირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა ნიუ იორკში, სადაც ინფიცირებულია 30 წლის ქალი. ის  ირანში იმყოფებოდა. ირანიდან დაბრუნების შემდეგ კი,  საკუთარ სახლში, თვითიზოლაციაშია.

აშშ-ის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების ინფორმაციით, ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

იტვირთბა....