“ჩვენთვის სკამებით და თითო ადგილით ვაჭრობას არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენთვის მთავარია, ის მისწრაფება, რაც ჩვენ გვქონდა საპროტესტო დაღლის დაწყების დღიდან” – ამის შესახებ “ახალი საქართველოს” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე აცხადებს.
მისი თქმით, ოპოზიცია ვერ დათანხმდება საარჩევნო სისტემას 110/40-ზე, რადგან ისინი ვერ მოატყუებენ საზოგადოებას, რომ ეს პროპორციული არჩევნებისკენ გადადგმული ნაბიჯია.
“მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა ჩვენი მხრიდან, რომ “ქართული ოცნება” უკან იხევს იმიტომ, რომ ის არის უმძიმეს ვითარებაში და არ გაუვიდა ეს მსოფლიო თაღლითობა, რომელიც მას ჰქონდა, მაგრამ პირდაპირ გეუბნებით, რომ ცალკე აღებულს 110/40-ზე ჩვენ ვერ დავთანხმდებით, რადგან ვერ მოვატყუებთ ხალხს, რომ ეს არის პროპორციულისკენ გადადგმული ნაბიჯი. ვერ დავთანხმდებით იმიტომ, რომ ჩვენთვის სკამებით და თითო ადგილით ვაჭრობას არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენთვის მთავარია, ის მისწრაფება, რაც ჩვენ გვქონდა საპროტესტო დაღლის დაწყების დღიდან. ჩვენ გვინდა ნორმალური, დემოკრატიული პროპორციული არჩევნები სადაც თითოეულ მოქალაქეს ექნება გარანტია, რომ ვისაც ხმას აძლევს ის არის პროპორციულად წარმოდგენილი პარლამენტში. ეს არის შველა გაჭირვების, უმუშევრობის, რაც დღეს ქვეყანაში არის. რა ჰქვია იმას, რასაც აკეთებს “ქართული ოცნება”? ამას ჰქვია მანდატებით ვაჭრობა და საკუთარი თავის ილუზიებში შეყვანა, რომ თითქოს აქვთ რესურსი ხელისუფლებაში დარჩნენ”,-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.