კორონავირუსის გავრცელების გამო, სამხრეთ კორეაში ეკლესიები დროებით დაიხურა და მრევლისთვის ონლაინ ღვთისმსახურება ტარდება. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “როუტერსი” ავრცელებს.
მორწმუნეები ქადაგების მოსმენას YouTube-ზე შეძლებენ.
„შევიტყვე, რომ ღვთისმსახურება არ იქნება, თუმცა მაინც მოვედი ტაძარში გადასამოწმებლად. დიახ, ის დაკეტილია. გონივრული გადაწყვეტილებაა, ხალხმრავალ ადგილებში ვირუსი სწრაფად ვრცელდება და ეკლესია გამონაკლისი ვერ იქნებოდა“, – აცხადებს ერთ-ერთი მორწმუნე, სონ იუნ კო.
ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის 376 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 3 500-ს აჭარბებს.