ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

სომხეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ პრემიერი “ფეისბუქ” გვერდზე წერს.

როგორც ფაშინიანი აცხადებს, დაინფიცირებული 29 წლის ახალგაზრდა მამაკაცი რამდენიმე დღის წინ სომხეთში მეზობელი ირანიდან ჩავიდა.

„მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია,“ – წერს ფაშინიანი.

მისივე თქმით, მოხდება ყველა იმ პირის იზოლირება, რომელსაც ინფიცირებულთან შეხება ჰქონდა.

იტვირთბა....